Saturday, July 14, 2018

ტრენინგის შეჯამება

14.07.2018 წელი







                                           ტრენინგის შეჯამება.
ინტელის  ტრენინგმა  მასწავლა  კომპიუტერული  ტექნოლოგიების  გამოყენება, რაც  დამეხმარება
 სტანდარტით გათვალისწინებულ სასკოლო პროგრამაზე თანამედროვე  მეთოდებით   მუშაობის დაძლევაში.
ჩვენ შევისწავლეთ პროექტების წერა ,პროექტის საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ კურსის რესურსები,შევისწავლეთ პროექტზე მუშაობა ,მაგალითად  ბუკლეტის შემნა,რომელიც საჭიროა პროექტის  განხორციელების დროს ,ასევე ვისწავლეთ  და შევქმენით ბლოგები,შევისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა,პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმა ,შევარჩიე პროექტის მიზანთან დაკავშირებული ინდიკატორები.განვსაზღვრე მიზნები და შედეგები.
მოსწავლეების საჭიროების დადგენის შემდეგ გავეცანი შეფასების მეთოდებს.კარგი პროექტის შესაქმნელად საჭიროა ვიზუალური მასალა,ეს უფრო ნათელს ხდის ნამუშევარს ,ამისათვის ვისწავლეთ ფოტომასალის გამოყენება და   ფოტოების   ჩასმა,ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა ,შევქმენით მოსწავლის ბლოგი,გავეცანით გაჯეტის მნიშვნელობას,ვისწავლეთ საქაღალდის drive-ში ატვირთვა,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  რამ , რაც მომეწონა  იყო    ფასილიტაცია ,რესურსები  რაც დაეხმარება  მოსწავლეებს პროექტის   სწორი მიმართულებით წარმართვაში .გარდა ამისა ტრენინგმა მასწავლა ბლოგში კომენტარებისა და რეფლექსიის წერა,რაც მეხმარება გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილებები,
ავტვირთე ჩემი საქაღალდე ,ჩემს პორტფოლიოში მოვათავსე პროექტი ,ფოტო-მასალა მოსწავლის ნიმუშები და პრეზენტაციები.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგზე მიღებული ცოდნით, ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმითაც რომ ჩვენი ტრენერი არ ზოგავდა ენერგიას, სითბოს და მეგობრულ  დამოკიდებულებას  ჩვენთან ,  რაც ყველასთვის დადებითად აისახებოდა.
მადლობა  მაკა აფრიამაშვილს   გაწეული მუშაობისთვის.

.

მერვე- მეცხრე დღის რეფლექსია

12. 07. 2018 წელი

ვისწავლეთ გუგლის ფორმებზე  მუშაობა,

დავიწყე მუშაობა პროექტის სასწავლო პროცედურებზე

ავირჩიე და მოვნიშნე საჭირო რესურსები

პროექტის გეგმაში ვიმუშავე სხვადასხვა საკითხზე

შევქმენი ნიჭიერი მოსწავლისათვის ბუკლეტი







14.07.2018 წელი

   1 . გამეორება

    2 . პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაცია

    3 . მუშაობა  ბლოგში


    4. ჩემი ბლოგი გავაზიარე  ჩემს დრაივზე

    4 .  ტრენინგის  შეჯამება

     5 . რეფლექსია

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Tuesday, July 10, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

10. 07. 2018 წელი
დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით, ვისწავლეთ, დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდები, დავასრულეთ პროექტის ჩეკლისტი, პრეზენტაციის ჩეკლისტი, პროექტის შეფასების რუბრიკა, ჩავასწორეთ გეგმები, დღე წარმატებულად დასრულდა და ნაყოფიერი იყო ჩვენი მუშაობა.

Sunday, July 8, 2018

მოსწავლის ნიმუში.


მეექვსე დღის რეფლექსია

8. 07. 2018 წელი
 მეექვსე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მოკლე მიმოხილვით, გავიხსენეთ და განვაგრძეთ დღე მოტივირებულად, პირველ რიგში ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება, პრეზენტაციის ჩეკლისტი და ბუკლეტის ჩეკლისტი, საუბრები გვქონდა შეფასებებზე და განვიხილეთ პროექტის გეგმის შეფასებათა სისტემები, რუბრიკები.   დღე დავასრულეთ ნაყოფიერად.