Saturday, July 14, 2018

ტრენინგის შეჯამება

14.07.2018 წელი







                                           ტრენინგის შეჯამება.
ინტელის  ტრენინგმა  მასწავლა  კომპიუტერული  ტექნოლოგიების  გამოყენება, რაც  დამეხმარება
 სტანდარტით გათვალისწინებულ სასკოლო პროგრამაზე თანამედროვე  მეთოდებით   მუშაობის დაძლევაში.
ჩვენ შევისწავლეთ პროექტების წერა ,პროექტის საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ კურსის რესურსები,შევისწავლეთ პროექტზე მუშაობა ,მაგალითად  ბუკლეტის შემნა,რომელიც საჭიროა პროექტის  განხორციელების დროს ,ასევე ვისწავლეთ  და შევქმენით ბლოგები,შევისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა,პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმა ,შევარჩიე პროექტის მიზანთან დაკავშირებული ინდიკატორები.განვსაზღვრე მიზნები და შედეგები.
მოსწავლეების საჭიროების დადგენის შემდეგ გავეცანი შეფასების მეთოდებს.კარგი პროექტის შესაქმნელად საჭიროა ვიზუალური მასალა,ეს უფრო ნათელს ხდის ნამუშევარს ,ამისათვის ვისწავლეთ ფოტომასალის გამოყენება და   ფოტოების   ჩასმა,ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა ,შევქმენით მოსწავლის ბლოგი,გავეცანით გაჯეტის მნიშვნელობას,ვისწავლეთ საქაღალდის drive-ში ატვირთვა,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  რამ , რაც მომეწონა  იყო    ფასილიტაცია ,რესურსები  რაც დაეხმარება  მოსწავლეებს პროექტის   სწორი მიმართულებით წარმართვაში .გარდა ამისა ტრენინგმა მასწავლა ბლოგში კომენტარებისა და რეფლექსიის წერა,რაც მეხმარება გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილებები,
ავტვირთე ჩემი საქაღალდე ,ჩემს პორტფოლიოში მოვათავსე პროექტი ,ფოტო-მასალა მოსწავლის ნიმუშები და პრეზენტაციები.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგზე მიღებული ცოდნით, ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმითაც რომ ჩვენი ტრენერი არ ზოგავდა ენერგიას, სითბოს და მეგობრულ  დამოკიდებულებას  ჩვენთან ,  რაც ყველასთვის დადებითად აისახებოდა.
მადლობა  მაკა აფრიამაშვილს   გაწეული მუშაობისთვის.

.

მერვე- მეცხრე დღის რეფლექსია

12. 07. 2018 წელი

ვისწავლეთ გუგლის ფორმებზე  მუშაობა,

დავიწყე მუშაობა პროექტის სასწავლო პროცედურებზე

ავირჩიე და მოვნიშნე საჭირო რესურსები

პროექტის გეგმაში ვიმუშავე სხვადასხვა საკითხზე

შევქმენი ნიჭიერი მოსწავლისათვის ბუკლეტი







14.07.2018 წელი

   1 . გამეორება

    2 . პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაცია

    3 . მუშაობა  ბლოგში


    4. ჩემი ბლოგი გავაზიარე  ჩემს დრაივზე

    4 .  ტრენინგის  შეჯამება

     5 . რეფლექსია

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Tuesday, July 10, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

10. 07. 2018 წელი
დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით, ვისწავლეთ, დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდები, დავასრულეთ პროექტის ჩეკლისტი, პრეზენტაციის ჩეკლისტი, პროექტის შეფასების რუბრიკა, ჩავასწორეთ გეგმები, დღე წარმატებულად დასრულდა და ნაყოფიერი იყო ჩვენი მუშაობა.

Sunday, July 8, 2018

მოსწავლის ნიმუში.


მეექვსე დღის რეფლექსია

8. 07. 2018 წელი
 მეექვსე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მოკლე მიმოხილვით, გავიხსენეთ და განვაგრძეთ დღე მოტივირებულად, პირველ რიგში ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება, პრეზენტაციის ჩეკლისტი და ბუკლეტის ჩეკლისტი, საუბრები გვქონდა შეფასებებზე და განვიხილეთ პროექტის გეგმის შეფასებათა სისტემები, რუბრიკები.   დღე დავასრულეთ ნაყოფიერად.

Saturday, July 7, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

6. 07. 2018 წელი
მეხუთე დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით, შემდეგ  gogli-ში ჩატების და სხვადასხვა სურათების ჩამოტვირთა და პრეზენტაციის სლაიდებში ჩაყრა, ასევე საავტორო უფლებების დაცვა, gogli ფოტოებიდან წაშლილი ფოტოების აღდგენა, poverpoint-ის ფონების ჩამოტვირთა და ასევე მელოდის გადმოწერა. დღე ნაყოფიერად დასრულდა.

Thursday, July 5, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

4.07. 2018 წელი
   ამ დღეს ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ჩვეული დადებითი ემოციით და მოლოდინით, რომ კიდევ ბევრი სიახლე გველოდებოდა წინ პროექტის დაგეგმვის პროცესში, გავიარეთ წინა დღის ნასწავლი მოკლედ და გადავედით პროექტის დაგეგმვის შემდეგ ფაზაზე, ეს გახლდათ პრეზენტაციის ჩეკლისტები, გავიხსენეთ წინა მოდულში ნასწავლი Power-Pointi  და ვისწავლეთ შიგ მუშაობის უფრო რთული და მრავალფეროვანი მანიპულაციები. დღე საინტერესოდ დამთავრდა.

Monday, July 2, 2018

მესამე დღის რეფლექსია.

1. 07.2018
  მესამე დღეს დღე დავიწყეთ მეორე დღის გახენებით და იმ ძირითადი საკითხებით, რაც გავიარეთ, ხოლო მესამე დღეს გავაგრძელეთ პროექტის სწავლებისათვის გასაგრძელებელი ელემენტები, კიდევ ერთხელ და  კარგად გავიაზრეთ ესგ მნიშვნლობა პროექტის დაწერის დროს და ასევე ინდიკატორები, მიზნები, რესურსებიდან ჩამოვტვირთეთ საჭირო სამუშაო რესურსები; მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი სიტყვები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ასევე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის გამოსაყენებელი ზმნები, ვიმუშავეთ და ჩავასწორეთ სამუშაო პროექტი და ასევე ბუკლეტი,
 დღე ნაყოფიერად და წარმატებულად დამთავრდა.

Friday, June 29, 2018

მეორე დღის რეფლექსია

29.06. 2018 წელი
  ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ, ვიმუშავეთ და კარგად გავიაზრეთ დრაივში მუშაობის აუცილებლობა, ასევე დრაივზე პორტფოლიოს შექმნა და გაზიარება, ერთმანეთს გავუზიარეთ ბლოგები და ასევე ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარის გაკეთება, ინტერნეტიდან ჩამოვტვირთე რესურსი, რომელიც მჭირდებოდა შემდეგ ბუკლეტის დასამზადებლად, ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე რამდენიმე პუნქტი, დღე დავასრულე ნაყოფიერად.

Thursday, June 28, 2018

პირველი დღის რეფლექსია

28.06.2018წელი                                                                                                                              დღეს ჩვენ ინტელის პროექტებით სწავლება დავიწყეთ, დღე დადებითი ემოციებით და ერთმანეთის გაცნობით, შემდეგ ეტაპზე გადავედით იმ სასწავლო რესურსის ლინკზე ინტერნეტში, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მთელი ტრენინგის განმავლობაში, კარგად გავიგე და გავიაზრე ამ რესურსის გამოყენების თანმიმდევრობა და აქვე ავირჩიეთ ინტერნეტ რესურსი 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, საიდანაც ჩამოვტვირთე და შევისწავლე დაარქივებული მასალის გახსნა და სხვადასხვა დოკუმენტებად ქცევა, ამის შემდეგ გავხსენით ახალი ბლოგი, ვისწავლეთ  ბლოგში მუშაობა.