Friday, June 29, 2018

მეორე დღის რეფლექსია

29.06. 2018 წელი
  ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ, ვიმუშავეთ და კარგად გავიაზრეთ დრაივში მუშაობის აუცილებლობა, ასევე დრაივზე პორტფოლიოს შექმნა და გაზიარება, ერთმანეთს გავუზიარეთ ბლოგები და ასევე ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარის გაკეთება, ინტერნეტიდან ჩამოვტვირთე რესურსი, რომელიც მჭირდებოდა შემდეგ ბუკლეტის დასამზადებლად, ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე რამდენიმე პუნქტი, დღე დავასრულე ნაყოფიერად.

Thursday, June 28, 2018

პირველი დღის რეფლექსია

28.06.2018წელი                                                                                                                              დღეს ჩვენ ინტელის პროექტებით სწავლება დავიწყეთ, დღე დადებითი ემოციებით და ერთმანეთის გაცნობით, შემდეგ ეტაპზე გადავედით იმ სასწავლო რესურსის ლინკზე ინტერნეტში, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მთელი ტრენინგის განმავლობაში, კარგად გავიგე და გავიაზრე ამ რესურსის გამოყენების თანმიმდევრობა და აქვე ავირჩიეთ ინტერნეტ რესურსი 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, საიდანაც ჩამოვტვირთე და შევისწავლე დაარქივებული მასალის გახსნა და სხვადასხვა დოკუმენტებად ქცევა, ამის შემდეგ გავხსენით ახალი ბლოგი, ვისწავლეთ  ბლოგში მუშაობა.